ჩვენ შესახებ

კომპანიის ისტორია სათავეს 2013 წელს იღებს. 
სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი პირველი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას. ის ბათუმში, ლეონიძის ქუჩა №23-ში მდებარეობს და ჩაბარებულია ექსპლუატაციაში.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ შეძლო არაერთი პროექტის განხორციელება ბათუმში. დროთა განმავლობაში დაიხვეწა სამშენებლო სექტორი, დაინერგა ინოვაციები, გაიზარდა ხარისხის კონტროლის მექანიზმები.

დღემდე კომპანია სამშენებლო სფეროს სიყვარულმა მოიყვანა.
ეს სიყვარული განაპირობა ბევრმა ფაქტორმა, მაგრამ, ყველაზე თვალსაჩინო - ჩვენი მაცხოვრებლების, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა. ჩვენი გუნდი ცდილობს შესთავაზოს მომხმარებელს უკეთესი ხარისხი, გაუმჯობესებული და ჯანსაღი გარემო.

კომპანიის აქტივში როგორც, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ასევე, ცალკე მდგომი ვილებია. ბერ თაუერის ფლაგმანური პროდუქტი კი - ზღვის პირველ ზოლში მდებარე აპარტ-ოტელია, რომელიც, კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცევა.